CD& DVD დისკების წარმოება საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ საპრეტენზაციო დისკის გამოყენება საკმაოდ ეფექტური საშუალებაა კომპანიის წინსვლისთვის საშინაო და საგარეო ბაზარზე.
ნებისმიერი სტრუქტურის ეფექტური მოღვაწეობის ერთ-ერთი მთავარი პორობაა მისი მიმზიდველი სახის ფორმირება პარტნიორის თვალში.
საპრეზენტაციო დისკი საშუალებას იძლევა მოუთხროს ფართო მომხმარებელს საწარმოს საქმიანობის შესახებ, მიაწოდოს ინფორმაცია მომსახურებაზე და მის მიერ წარმოებულ საქონელზე, გამოიყენოს რა უახლესი ტექნოლოგია: კომპიუტერული გრაფიკა, 3D ანიმაცია, ციფრული ვიდეო და ხმა.
სხვადასხვა ფორმისა და ზომის საპრეზენტაციო დისკი შეიძლება ყურებადი იყოს აბსოლუტურად ყველა CD-ROM, DVD-ROM მოწყობილობაზე.
CD პრეზენტაცია ხდება ისეთივე აუცილებელი, როგორც ჩვეულებრივი სავიზიტო ბარათები ან ბეჭდვითი რეკლამა. ეს არის სარეკლამო პროდუქტის ახალი სახესხვაობა, რომელიც სწრაფად, მაგრამ სავსებით დამსახურებულად იკავებს ადგილს კომპიუტერული ტექნოლოგიის ბაზარზე.
მათი დამზადების და ტირაჟირების ფასი შედარებით დაბალია, ვიდრე სარეკლამო რგოლებისა და მათი ტელევიზიით გაშვების. მათი ინფორმატიულობა და ყურებადობა გაცილებით მაღალია. CD-პრეზენტაცია შედგება სხვადასხვა თავებისგან, რომლებიც შეიცავენ განსაზღვრული რაოდენობის გვერდებს, დამუშავებულს ერთიან სტილში.