GGG Studio

მთავარი » CD & DVD » CD/DVD ნაირსახეობები
A+ R A-
31 ოქტ

CD/DVD ნაირსახეობები

ხმის მიცემა
(1 ხმა)

CD/DVD ნაირსახეობებიჩვეულებრივი CD – იტევს 650-700 მეგაბაიტის მოცულობის ინფორმაციას ან 74-80 წუთიან აუდიო მასალას. არსებობს CD ჩაწერის ფორმატის რამდენიმე სახეობა:

  • СD-ROM - Compact Disk - Read Only Memory - კომპაქტ-დისკი, მხოლოდ წასაკითხად; CD-ROM Mode 1/CD-ROM Mode 2 - ეს არის კომპიუტერულ მონაცემთა ჩაწერის ფორმატი;
    დისკის ჩაწერის შერეული რეჟიმი, რომელიც გვაძლევს საშუალებას შევათავსოთ კომპიუტერული მონაცემები და ხმოვანი ინფორმაცია;
  • Audio CD - აუდიო ინფორმაციის მატარებელი დისკი;
  • Video CD - დისკი მოიცავს ციფრულ MPEG-1- ვიდეოს, ხოლო მისი გაშვება შესაძლებელია VCD ან DVD მოწყობილობებზე;
  • Photo CD - ფირმა “კოდაკის” მიერ შემოთავაზებული და ფოტოარქივების შენახვისათვის განკუთვნილი ჩაწერის ფორმატი;
  • Mini CD - კომპაქტ-დისკი დიამეტრით 80 მმ., რომელიც იტევს 210 მბ. მოცულობის ინფორმაციას (ვიდეო, აუდიო, მონაცემები);
  • СD Card, VisitRom - დისკი, რომელიც თავისი ფორმით წააგავს პლასტიკურ ბარათს. იტევს 30-60 მბ. მოცულობის ინფორმაციას (ვიდეო, აუდიო, მონაცემები).

CD/DVD წარმოებაCD/DVD დისკების წარმოება ციფრული ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ გამოიწვია სხვადასხვა სახის CD/DVD ინფორმაციის მატარებელი ეფექტური საშუალებების წარმოების განვითარება.დისკების წარმოება და ტირაჟირება ეს არის საინფორმაციო, სარეკლამო და საკონსულტაციო მასალების საუკეთესო საშუალება! გარდა აღნიშნულისა, CD/DVD წარმოება-ტირაჟირება წყვეტს საწარმოო და კომერციულ ამოცანებს, მათ შორის: პროგრამული უზრუნველყოფის, მუსიკალური, ვიდეო და ფოტოპროდუქციის წარმოების დარგში.

არცთუ ისეთი დიდი ხნის წინ CD/DVD წარმოება-ტირაჟირება საკმაოდ ძვირადღირებული პროცესი იყო, მაგრამ დღეს მაღალტექნოლოგიური მოწყობილობების გამოყენებით აღნიშნული პროდუქციის ღირებულება ხელმისაწვდომი გახდა!

GGG Studi@ მზად არის შემოგთავაზოთ მომსახურების ფართო სპექტრი CD/DVD წარმოება-ტირაჟირების და ორიგინალური შეფუთვის დამზადების დარგში!

GGG Studi@

GGG Studi@

ჩვენი სტუდია გთავაზობთ სრულ მომსახურებას, ვებ–პროექტის: დაპროექტება, დაპროგრამება, აწყობა–დაკაბადონება, ინტერნეტში გამოქვეყნება, ინდექსაცია & ოფტიმიზაცია; რეგისტრაცია საძიებო სისტემებში; ფოტო & ვიდეო არხების შექმნა შესაბამის სერვისებზე, კლიენტის მიერ მომზადებული სტატიების, ფოტო & ვიდეო მასალების დამუშავება და პუბლიკაცია.

Website: www.ggg.com.ge
სხვა მასალები ამ რუბრიკაში: « CD & DVD სავიზიტო ბარათები

დაწერე კომენტარი

ფიფქით (*) მონიშნული ველების შევსება სავალდებულოა. კომენტარების დაწერისას შეგიძლიათ გამოიყენოთ HTML–ის საბაზო კოდი.

გამოკითხვა

რისთვის გჭირდებათ საიტი?

iNet News