ჩვეულებრივი CD – იტევს 650-700 მეგაბაიტის მოცულობის ინფორმაციას ან 74-80 წუთიან აუდიო მასალას. არსებობს CD ჩაწერის ფორმატის რამდენიმე სახეობა:- СD-ROM - Compact Disk - Read Only Memory - კომპაქტ-დისკი, მხოლოდ წასაკითხად;
- CD-ROM Mode 1/CD-ROM Mode 2 - ეს არის კომპიუტერულ მონაცემთა ჩაწერის ფორმატი;
- დისკის ჩაწერის შერეული რეჟიმი, რომელიც გვაძლევს საშუალებას შევათავსოთ კომპიუტერული მონაცემები და ხმოვანი ინფორმაცია;
- Audio CD - აუდიო ინფორმაციის მატარებელი დისკი;
- Video CD - დისკი მოიცავს ციფრულ MPEG-1- ვიდეოს, ხოლო მისი გაშვება შესაძლებელია VCD ან DVD მოწყობილობებზე;
- Photo CD - ფირმა “კოდაკის” მიერ შემოთავაზებული და ფოტოარქივების შენახვისათვის განკუთვნილი ჩაწერის ფორმატი;
- Mini CD - კომპაქტ-დისკი დიამეტრით 80 მმ., რომელიც იტევს 210 მბ. მოცულობის ინფორმაციას (ვიდეო, აუდიო, მონაცემები);
- СD Card, VisitRom - დისკი, რომელიც თავისი ფორმით წააგავს პლასტიკურ ბარათს. იტევს 30-60 მბ. მოცულობის ინფორმაციას (ვიდეო, აუდიო, მონაცემები).
