შემქნელთა აზრით, ფუნქცია «Classmates» ხელს შეუწყობს ახალი ან არსებული პროფესიონალურ–პროფილურ კავშირების გაღრმავებას. ასე მაგალითად ნებისმიერი გრაფის დაჭერისას მომხმარებელი მიიღებს ამომწურავ ინფორმაციას თავისკლასელების და/ან კურსელების კარიერული ზრდის ან გატაცებების შესახებ.
სხვა მაგალითი: თუ მომხმარებელი დააკლიკებს ქალაქის დასახელების გრაფას, მას შეეძლება ინფორმაციის მიღება სამუშაო ადგილებისა და თანამდებობების შესახებ, რომლებსაც ამა თუ იმ სასწავლო დაწესებულების კურსდამთავრებულები იკავებენ. LinkedIn–ის გუნდის აზრით ეს ხელს შეუწყობს სასურველ ადამიანთან საქმიანი კავშირის დამყარებას LinkedIn–ის ქსელის მეშვეობით. სტატისტიკის მიხედვით LinkedIn–ის მომხმარებელთა ბაზა ამჯერად 120 მილიონ მომხმარებელს შეიცავს.
LinkedIn