„მოგზაური+“ -ის სათხიალმურო & სნოუბორდის გაქირავებათა ქსელი გთავაზობთ მრავაფეროვან არჩევანს, როგორც დამწყები ასევე გარკვეული უნარების მქონე მოსრიალეებისათვის.
„მოგზაური+“-ს აქვს გაქირავებები თბილისსა და გუდაურში (აქსისის კორპუსი და სასტუმრო „გუდაური“.
თბილისის უპირატესობა არის შედარებით იაფი ფასი და აგრეთვე ის, რომ გუდაურში ჩასულს არ დაგჭირდებათ რიგში დგომა თხილამურის ასაღებად.
გუდაურის უპირატესობა ის არის, რომ არ გიწევთ თხილამურისთვის/სნოუბორდისთვის ადგილის ძებნა მანქანაში და ასევე, თქვენ შეგიძლიათ სრიალის შემდეგ დატოვოთ აღჭურვილობა გაქირავებაში, რომელიც ტრასიდან სულ 100 მეტრშია და აიცილოთ სათხილამურო ფეხსაცმლით სეირნობა სასტუმრომდე (რაც საკმაოდ უსიამოვნო მომენტია).
ჩვენთან თქვენ შეგიძლიათ იქირაოთ :
* თხილამური/სნოუბორდი
* თხილამურის/სნოუბორდის ფეხსაცმელი
* სათხილამურო ჯოხები
* ჩაფხუტი
* სათვალე
* ხელთათმანი
ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ ახალი წლის დღეებში, დღესასწაულების დროს და შაბათ-კვირას სასურველია რეზერვაცია გააკეთოთ , რადგან შესაძლებელია თქვენთვის სასურველი მოდელი ან ზომა აღარ იყოს გაქირავებაში.
ჩვენთან ასევე შეგიძლიათ შეუკვეთოთ თხილამურის/სნოუბორდის გაკვეთილი (გუდაურში) და შეიძინოთ გუდაურის საბაგიროს ერთდღიანი ბილეთი, რაც საშუალებას მოგცემთ დაზოგოთ ძვირფასი დრო ბილეთების რიგში.