შპს "პილონი" შეიქმნა 1998 წლის შემოდგომაზე. ფირმის შექმნა ჩაფიქრებული იყო ბეჭდვითი პრესის რეალიზაციის მიზნით, როგორც ხელმოწერების ასევე საცალო ვაჭრობის გზით. მანამდე დამფუძნებელთა ჯგუფი დაკავებული იყო საგამომცემლო საქმიანობით.
იმ პერიოდში ჟურნალ–საგაზეთო რეალიზაციის ბაზარი მეტნაკლებად უკვე ფორმირებული იყო ამიტომ ახლად შექმნილი სტრუქტურისთვის ბაზარზე თავის დამკვიდრება დაუღალავი შრომითა და საქმისადმი ერთგულიბის გზით იხო მიღწეული.
წლების განმავლობაში პრესის სააგენტო "პილონს" წამყვანი პოზიციები უკავია საქართველოში პერიოდული პრესის გავრცელების ბაზარზე. სააგენტო მიზანია ყველაზე ეფექტური გზები უზრუნველყოს საიმედო კონტაქტი მკითხველსა და გამომცემელს შორის.
სააგენტო მოღვაწეობის დასაწყისში მხოლოდ ჟურნალ-გაზეთების საბითუმო ვაჭრობით იყო დაკავებული. მაშინ როცა არ არსებობდა არცერთი სხვა ალტერნატიული გზა პერიოდული პრესის გავრცელებისა, მოშლილი იყო ყოფილი "სოიუზპეჩატის" სისტემა. გამომცემელი აღარ ენდობოდა საბჭოთა გავრცელების სისტემას. ინფლაცია და ეროვნული ვალუტის არ არსებობა კიდევ უფრო ამძიმებდა შექმნილ ვითარებას. მას შემდეგ საქართველოში მთელმა ეპოქამ განვლო, იმდროინდელმა არასტაბილურმა და არაპროგნოზირებადმა ბიზნეს გარემომ სააგენტოს ბევრი ასწავლა და დიდი გამოცდილება დაუგროვა.
სააგენტო "პილონმა" ჟურნალ-გაზეთებზე პირველი ხელმოწერის კამპანია ჩაატარა 1999 წელს, როცა კარდინალურად შეცვალა საგამომცემელო ბაზარი და ნაბეჭდი პროდუქციის გავრცელების მექანიზმები. დღეს სააგენტოს მომსახურებით სარგებლობს 100-ზე მეტი ადგილობრივი გამომცემელი და ბევრი ხელმომწერი, როგორც სახელმწიფო დაწესებულებ, ასევე კერძო კომპანია.
ხელმომწერთა სერვისის გასაფართოებლად, სააგენტო "პილონი" მუდმივად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს. დღეს სააგენტო "პილონი" სთავაზობს ხელმომწერებს ინტერნეტ-მაღაზიას სადაც შესაძლებლობა ეძლევა გამოიწეროს პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა პოულარული გამოცემა ოფისიდან გაუსვლელად.